საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი დაიღუპა


  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი დაიღუპა. ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.

საუბარია 79 წლის ქალზე, რომელიც მარნეული-ბოლნისის კლასტერში იმყოფებოდა და ქრონიკული დაავადებები ჰქონდა:

“ქალბატონი იყო მძიმე თანმხლები დაავადებებით. თანხმლები დააავადება წარმოადგენდა გულის უკმარისობას” –  ამბობს ლევან რატიანი.

4 აპრილის დილის მონაცემებით, ახალი კორონავირუსის შემთვევების რაოდენობა საქართველოში 156 გახდა, რაც გასული ღამის სტატისტიკასთან შედარებით, 1 შემთხვევითაა გაზრდილი.

ამასთან, ამ დრომდე ქვეყანაში COVID-19-სგან 28 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი კი დაიღუპა შესაბამისად, ამ დაავადებით ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 127 ადამიანი გადის მკურნალობას.

ქვეყანაში 5526 ადამიანი საკარანტინო რეჟიმში რჩება, 344 კი სტაციონარული დაკვირვების ქვეშაა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!