- საქართველოში კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6192 -ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავ 2324-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში – 5413 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836 კოვიდ სასტუმროში- 869
ქვეყანაში კორონავირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.