საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1 411 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი არ შეცვლილა და კვლავ 1132-ია.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6848 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 269.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

17 − 12 =

Akismet ანტისპამი