ალექსეი ნავალნი ბერლინის საავადმყოფოში გადაიყვანეს


  • რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილით ბერლინში მდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნავალნის გერმანიაში ტრანსპორტირების ხარჯებს გერმანული არასამთავრობო ორგანიზაცია Cinema for Peace-ი ფარავს.

ამავე ორგანიზაციის დამფუძნებელმა გამოცემა Bild-ს განუცხადა, რომ ნავალნის მდგომარეობა როგორც ფრენის, ასევე გერმანიაში დაშვების დროს სტაბილური იყო.

რუსეთის ოპოზიციის ლიდერს ბერლინის საუნივერსიტეტო საავადმყოფო Charité-ში უმკურნალებენ. ის ამჟამად კომაში, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად რუსი ექიმები ნავალნის ტრანსპორტირების წინააღმდეგი იყვნენ, თუმცა, მოგვიანებით განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და მის გერმანიაში გადაყვანას დასთანხმდნენ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!