- საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში ვირუსისგან 425 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული.
ინფორმაციისთვის,საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 695-მდე გაიზარდა. 12 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.