საქართველოში დროგამოშვებით წვიმა და ქარია ნავარაუდევი


  • გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 მაისს საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი შენარჩუნდება, ხოლო 19-20 მაისს დროგამოშვებით წვიმიანი და ქარიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 18-19 მაისს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 20 მაისს კი +17, + 22 გრადუსამდე დაიკლებს. 21 მაისს ისევ გამოიდარებს და დათბება.

თბილისში 18 მაისს უნალექო ამინდი იქნება. 19-20 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა 18-19 მაისს +24, +26 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება, 20 მაისს +18, +20 გრადუსამდე დაიკლებს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!