ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 697 პირი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი


  • დავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასული ერთი კვირის (09.05-15.05.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 697 ადამიანი. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი.

ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 97 625 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 86 222, „პისიარ“ ტესტით – 11 403.

7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 0.62%.

წინა კვირის (02.05-08.05.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 745 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 984 პაციენტი, გარდაიცვალა რვა ადამიანი.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!