საქართველოს საგარეო უწყებამ ლვოვში დამატებითი საკონსულო პუნქტი აამოქმედა


  • უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, მოქალაქეების გადაადგილებისა და კონცენტრაციის გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მოქალაქეთა დახმარების მიზნით ქალაქ ლვოვში აამოქმედოს დამატებითი საკონსულო პუნქტი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს.

“პასპორტის არქონის შემთხვევაში, საკონსულო სამსახური გასცემს “დასაბრუნებელ მოწმობას”, რითაც მოქალაქე შეძლებს სამშობლოში დაბრუნებას. ე.წ. ,,დასაბრუნებელი საბუთის” აღების მსურველებს ან ნებისმიერი სხვა სახის კითხვების არსებობს შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ლვოვის საკონსულო პუნქტს ცხელი ხაზის ნომრებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია 24 საათის განმავლობაში:+380 (63) 376 77 68+380 (63) 376 73 64″-ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!