საქართველოს რკინიგზა 24 დეკემრიდან 2 იანვრის ჩათვლით სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს


  • საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, 24 დეკემბრიდან 2 იანვრის ჩათვლით საქართველოს რკინიგზის სამგზავრო გადაყვანები ყველა რეკომენდაციის დაცვით მოძრაობას მაგისტრალურ მიმართულებებზე განაახლებს.
ბილეთების შეძენა ონლაინ დღეიდან შეგიძლიათ. სალაროები კი ერთი დღით ადრე, 23 დეკემბერს გაიხსნება.
 ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით:
 www.railway.ge ან აპლიკაციის მეშვეობით
 ჩამოტვირთეთ აპლიკაცია: http://onelink.to/c6dnm8
ასევე საქართველოს რკინიგზის პარტნიორი ვებ-გვერდებიდან:
 შეგახსენებთ, რომ მატარებელში შესვლამდე მგზავრებმა უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია, გაიარონ თერმოსკრინინგი, დეზობარიერი და ხელები დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით. პირბადის გარეშე მგზავრები მატარებელში არ დაიშვებიან, ასევე მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება”.-ნათქვამია საქართველოს რკინიგზის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!