- დასავლეთ საქართველოში უამინდობის გამო, სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არის გაჩერებული. საქართველოს რკინიგზა მაქსიმალურად ცდილობს, სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.
“დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობის გამო სამგზავრო მატარებლები სხვადასხვა ლოკაციაზე არის გაჩერებული. საქართველოს რკინიგზა მაქსიმალურად ცდილობს, რომ სამგზავრო რეისები შეფერხებების გარეშე შესრულდეს, თუმცა აქვე აღვნიშნავთ, რომ რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო დასავლეთ საქართველოში არსებული უამინდობა რკინიგზაზე სხვადასხვა პრობლემას ქმნის.
ამ დროისათვის უღელტეხილის მონაკვეთზე გათიშულია ქვესადგურები, კერძოდ რკინიგზის საკონტაქტო ქსელს არ მიეწოდება ელექტროენერგია. საქართველოს რკინიგზა ძალისხმევას არ იშურებს, რომ სამგზავრო მატარებლებმა მოძრაობა უმოკლეს დროში განაახლონ შეფერხებების გარეშე, ელექტროენერგიის სტაბილური მოწოდებისთანავე.-“ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.