ეკატერინე ჭავჭავაძის კუთვნილ როიალს, ახალი სიცოცხლე დაუბრუნდა


  • უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზში ისტორიული როიალის პრეზენტაცია შედგა.

სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული იყო ვირტუოზი პიანისტი – პაატა ანდრიაძე, კონტრაბასისტი – ნოდარ ექვთიმიშვილი და მომღერალი ელენე ფოჩხუა. ჯაზური მუსიკის რიტმულმა მელოდიებმა და მომღერლის ჰარმონიულმა ხმამ, დაუვიწყარი საღამო აჩუქა დამსწრე საზოგადოებას.

საღამოს უძღვებოდა წამყვანი, მიშიკო ბუაძე.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მუზეუმის მეგობართა კლუბის წევრები და მოწვეული სტუმრები.

როიალის რესტავრაცია შედგა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ზუგდიდის დადიანების მუზეუმის მეგობართა კლუბის დახმარებით.
როიალის რესტავრატორი: როლანდ მელქაძე.

ინფორმაციას დადიანების სასახლის ადმინისტრაცია ავრცელებს


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!