- საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, უამინდობის გამო, 25 თებერვალს, დაგეგმილი რამდენიმე რეისი, მათ შორის თბილისი-ფოთისა და ზუგდიდი-თბილისის მიმართულებით რეისები გააუქმა.
“ძვირფასო მგზავრებო! საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ დიდთოვლობის გამო უქმდება შემდეგი რეისები:
25 თებერვალი:
- №804 თბილისი-ბათუმი;
- №801 ბათუმი-თბილისი;
- №874 თბილისი-ფოთი;
- №869 ზუგდიდი-თბილისი;
მგზავრებს ბილეთის საფასური სრულად აუნაზღაურდებათ. საქართველოს რკინიგზის რეისები აღდგება შექმნილი მეტეოროლოგიური ვითარების გამოსწორებისთანავე.”-აღნიშნულია ინფორმაციაში.