საქართველოს კორონავირუსის დასადგენი რეაგენტი აქვს


დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოს დღეიდან უკვე აქვს ახალი კორონავირუსის დასადგენი რეაგენტი, ე.წ. ტესტსისტემა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
“საქართველოში კორონავირუსის არც ერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. დაკვირვების ქვეშ იყო 6 ადამიანი, მათ შორის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იყო 2 ადამიანი, რომლებიც ქალაქ უხანში იყვნენ ნამყოფი. ყველას ჩაუტარდა კვლევა და დილის პასუხებით, ორივე შემთხვევა უარყოფითია. გარდა ამისა, ჩვენი პარტნიორების, გერმანიის დახმარებით უკვე ჩამოვიდა რეაგენტი”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!