ირაკლი შოთაძე: სოციალურმა ქსელმა გაამარტივა დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა


შეინიშნება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციების უკანონო მოპოვების შემთხვევების სიმრავლე, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა ირაკლი შოთაძემ საპროკურორო საბჭოში გასაუბრებისას განაცხადა.
მისი თქმით, „აღნიშნული განსაკუთრებით საფრთხის შემცველად გადაიქცა მოზარდებისთვის“.
„თანამედროვე საზოგადოებაში სოციალურმა ქსელმა გაამარტივა დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა. შეინიშნება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციების უკანონო მოპოვების შემთხვევების სიმრავლე. აღნიშნული განსაკუთრებით საფრთხის შემცველად გადაიქცა მოზარდებისთვის, რომელთა მიმართაც გახშირდა პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის უკანონო მოპოვების შემთხვევები და ამასთან, აღნიშნული დანაშაული ხშირად წარმოადგენს სხვა კიდევ უფრო მძიმე დანაშაულის წინაპირობას, როგორიც არის სქესობრივი კავშირის იძულება, გამოძალვა, რაც რიგ შემთხვევაში არასრულწლოვნის თვითმკვლელობის მიზეზი ხდება. მიმაჩნია, რომ თითოეული საკითხი სიღრმისეულ ანალიზს საჭიროებს, რათა ეფექტიანი აღმოჩნდეს არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა“, – განაცხადა შოთაძემ.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!