საფრანგეთი და გერმანია რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის წინააღმდეგ გამოდიან


  • საფრანგეთი და გერმანია რუსი ტურისტებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტის წინააღმდეგ გამოდიან. სააგენტო „როიტერის“ ცნობით, აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის და გერმანიის მიერ გავრცელებულ ერთობლივ დოკუმენტში წერია.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირმა არ უნდა შეაჩეროს რუსი ტურისტების ვიზიტი ეკონომიკურ ბლოკში.

„ჩვენი სავიზო პოლიტიკა უნდა აგრძელებდეს ევროკავშირში ხალხთა შორის კონტაქტების არსებობას რუსი ეროვნების ხალხთან, რომლებიც არ არიან დაკავშირებულნი რუსეთის ხელისუფლებასთან“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა არაფორმალური შეხვედრა დღეს პრაღაში გაიმართება, რომელზეც განხილვის ერთ-ერთი საკითხი რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის შეწყვეტა იქნება.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!