- ბათუმში სამეჯლისო და სპორტული ცეკვების საერთაშორისო კონკურსი, “ბათუმი 2024” გაიმართა, სადაც მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თანამედროვე ცეკვების სტუდია “Dance Dynasty” (ხელმძღვანელი: ლიკა კაპანაძე) და სამეჯლისო სპორტული ცეკვების სტუდია “ეზი”(ხელმძღვანელები: გოჩა კაპანაძე და მაია შამათავა) მონაწილეობდნენ.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გამორჩეული ნომრებითა და პერფორმანსებით მაყურებლებისა და ჟიურის წევრების ყურადღება მიიქციეს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გახდნენ.
თანამედროვე ცეკვების სტუდია “Dance Dynasty” პირველი ადგილის მფლობელი გახდა.
სამეჯლისო სპორტული ცეკვების სტუდია ,,ეზის“ აღსაზრდელებმა ტურნირში სხვადასხვა კატეგორიაში მიიღეს მონაწილეობა და საპრიზო ადგილები დაიკავეს.
პირველი ადგილის მფლობელი (კატეგორია : E-კლასი )- სალია ლუკა და გოგუა ნია.
პირველი ადგილი (კატეგორია: ლიდერი) – ღვინჯილია ილია და ნანავა მაშო.
მეორე ადგილი: სართანია ლუკა და აბლოთია ნია.
ღონისძიების ყველა მონაწილე პირველი ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა.