“შთამომავლები” მაყურებლის წინაშე წარსდგა


  • მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დრამატულმა სტუდიამ „შთამომავლები“ მაყურებლებს ნოდარ დუმბაძის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლზე „HELLADOS“ უმასპინძლა.

მოსწავლე -ახალგაზრდობის სასახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 24 მაისს, თელავში გამართულ თეატრალურ ფესტივალზე „გაზაფხულის დღეები“, სტუდია ერთ-ერთ მონაწილედ სწორედ ამ სპექტაკლით – „HELLADOS“ წარსდგა და მთავარი პრიზი „გრანპრი“ მოიპოვა.

დრამატული სტუდიის ხელმძღვანელმა და სცენარის ავტორმა, ნონა ტოტოჩავამ, ახალგაზრდა მსახიობებს კონკურსზე მიღებული დიპლომები საზეიმოდ გადასცა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

seven + 6 =

Akismet ანტისპამი