სასახლელების “მორფი” ზუგდიდელმა ახალგაზრდებმა უნდა ნახონ


 სასახლის საყმაწვილო თეატრმა (ხელმძღვანელი მერაბ კაკალია) წარმოადგინა სპექტაკლი ,,მორფი’’ ბულგაკოვის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით. სპექტაკლმა მოწონება დაიმსახურა. პრემიერის დამთავრების შემდეგ, მაყურებელს  დიდი ხანი არ დუტოვებია დარბაზი. საზოგადოებამ გამოთქვა აზრი, რომ სასურველია, ეს სპექტაკლი ნახონ ახალგაზრდებმა, სტუდენტებმა, სკოლის მოსწავლეებმა.

როლებში მონაწილეობდნენ, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის საყმაწვილო თეატრის წევრები: გიორგი არღვლიანი, გიორგი გახარია და  თამთა ბასარია.

ახალგაზრდა მსახიობებს კმაყოფილი მაყურებელი სასახლის შენობასთან დაელოდა და მადლიერება მათ მიმართ ტაშითა და ოვაციებით გამოხატა.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!