სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება


  • საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, მთავრობის დადგენილების თანახმად, სარკინიგზო მიმოსვლა 15 ივნისიდან განახლდება.

საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, რომ კომპანია მზად არის მგზავრების უსაფრთხო გადაყვანისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მიერ დაწესებული რეგულაციების შესრულებისთვის.

“დღეს, მატარებლის ვაგონები ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს და განმარტეს, რომ საქართველოს რკინიგზა ყველა რეგულაციას ზედმიწევნით ასრულებს და მზად არის აღადგინოს მგზავრთა გადაყვანა. რკინიგზაში განმარტავენ, რომ კარანტინის პერიოდში კომპანია სრულად ითვალისწინებდა და იცავდა კოვიდ-19 თან დაკავშირებულ ყველა რეკომენდაციას”,-ნათქვამია ინფორმაციაში

15-დან ამოქმედებული მგზავრობის ინსტრუქცია კი შემდეგია:
მგზავრები გაივლიან თერმოსკრინინგს
მათ უნდა დაიცვან სოციალური დისტანცია
ვაგონში შესვლისთანავე უნდა გაიარონ დეზობარიერი
ხელები უნდა დაიმუშაონ დისპენსერებში არსებული სადეზინფექციო ხსნარებით
მატარებელში არ დაიშვებიან პირბადეების გარეშე
მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით, მათ შორის მატარებლით გადაადგილება 24 მარტიდან შეიზღუდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!