საპროტესტო აქციაზე მოქალაქე დააჯარიმეს


  • დღეს, ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდულმა წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას ბანერი დაკიდეს წარწერით: “წადი”.

ადგილზე, იმყოფებოდნენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები, რომლებმაც ჩადენილი ქმედებისთვის ჯარიმის აქტი შეუდგინეს აქციის იმ მონაწილეს, რომელმაც უშუალოდ მიიღო მონაწილეობა ამ ბანერის გადმოკიდებაში. ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა სპეციალისტმა გია გვილავამ ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ოქმი შედგა ადმინისტრაციული წესის მიხედვით და 50 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ზუგდიდში, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, რამდენჯერმე ჩატარდა აქცია.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!