სანდრა რულოვსი, დღეიდან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარობისათვის ბრძოლას იწყებს. კანდიდატის წარდგენა მოსახლეობისთვის სოფელ კორცხელში, იმ სკოლის ეზოში მოხდა, სადაც შუალედური არჩევნები გაიმართა.
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=uWDLfsrdMrY[/embedyt]სანდრა რულოვსის თქმით, დღეს „ფერისცვალებაა“, და ფერისცვალებაა მისთვისაც, რადგან იწყება ბრძოლა. მან შეკრებილებს მეგრულად მიმართა, დაედასტურებინათ, იყაროს თუ არა კენჭი, რაზეც მოსახლეობისგან თანხმობა მიიღო.