ირაკლი ჩიქოვანი: “ქართული ოცნება” უკვე იწყებს არჩევნების გაყალბებას”


დღეს, #67 საოლქო საარჩევნო კომისიის ოფისთან, “ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკარტების” მაჟორიტარობის კანდიდატმა ზუგდიდში, ირაკლი ჩიქოვანმა, ბრიფინგი გამართა.  მან ისაუბრა, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზე. მისი თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევა ხორციელდება მმართველი გუნდის კარნახით. ჩიქოვანი ამბობს: “ქართული ოცნების” ადგილობრივი წარმომადგენლები პირდაპირი კარნახით მიუთითებენ კომისიის წევრებს, თუ ვინ უნდა შეირჩეს საუბნო საარჩევნო კომისიებში, როგორც ე.წ.  “პროფესიული წევრები”. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და ეს არის პირველი ნაბიჯი გაყალბებისკენ.” ჩიქოვანი მიმართავს ქვეყნის პრემიერ მინისტრს  დაინტერესდეს ამ საკითხით. ასევე ის მიმართავს ადგილობრივ საოლქო კომისიის წევრებს „ნუ გახდებიან  პოლიტიკური მანიპულირების საგანი. მათ უნდა მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება. ამ ერთი გადაწყვეტილებით არ წყდება ბედი არც არჩევნების, ზუგდიდის მომავლის და ხვალინდელი დღის. ისინი უნდა იყვნენ კეთილსინდისიერნი კანონისა და საზოგადოების  წინაშე. თითოეულ მათგანი, ეს  იქნება პარტიული, თუ პროფესიული ნიშნით დანიშნული, აქვს ვალდებულება  ემსახუროს საქართველოს, კანონს და არა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას“ .

“სწორედ დღეს ზუგდიდიდან იწყება არჩევნების გაყალბება, რაც არ არის მხოლოდ ადგილობრივი პრობლემა და საუბნო საარჩევნო კომისების სასურველი კანდიდატებით დაკომპლექტება ხდება ქვეყნის მასშტაბით” 

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=W9AG37fPuq4[/embedyt]

საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მირანდა მესხის თქმით, დღეს არის სხდომა ოთხ საათზე და მოხდება საუბნო საარჩევნო კომისიების ექვს-ექვსი წევრის არჩევა. სახელობითი კენჭისყრა გვიჩვენებს ვინ ვის მისცემს ხმას და ვის გამოუცხადებს ნდობას.

სოლქო კომისიაში  772 კონკურსანტის განაცხადია შეტანილი, საიდანაც 552 უნდა შეირჩეს.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=M6_iJxH5rF8[/embedyt]


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!