სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი ზუგდიდში სალომე ზურაბიშვილს იწვევს


  • სამოქალაქო სოლიდარობის ფონდი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც სალომე ზურაბიშვილს ზუგდიდში იწვევს.

“ჩვენი ფონდი ორი წლის წინ უკრაინელი მეგობრების მხარდასაჭერად შეიქმნა, თუმცა მისი საქმიანობა ამ მისიით არ შემოიფარგლება. ფონდის შექმნასა და მუშაობაში ჩართული არიან სამეგრელოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები – ადამიანები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ახალგაზრდებთან, ქალებთან, დევნილებთან, ადამიანის უფლებების დაცვაზე, კორუფციის კვლევაზე, გარემოს გაუმჯობესებასა და კარგი მმართველობის განვითარებაზე.

დაფუძნების დღიდანვე ფონდი ორგანიზებას უწევს თითქმის ყველა აქციას, რომელიც რუსულ რეჟიმთან ბრძოლას უკავშირდება. ზუგდიდში, ისევე როგორც საქართველოს სხვა ქალაქებში, უკვე 38 დღეა ვიბრძვით წართმეული არჩევნების დასაბრუნებლად და დატყვევებული თანამებრძოლების გასათავისუფლებლად.

ჩვენი ხმა რეგიონიდან, რომელმაც ყველაზე კარგად იცის “რუსული მშვიდობის” ფასი, აუცილებლად უნდა ისმოდეს. ამ ხანგრძლივ ბრძოლაში მნიშვნელოვანია სხვა ადამიანებთან საერთო გადაკვეთის წერტილების პოვნა, თანამოაზრეების შეკრება, ერთმანეთის გამხნევება და იმის დაჯერება, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

სწორედ ამიტომ, ვიწვევთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს ჩვენი ბრძოლის ველზე – იქ, სადაც უწყვეტი წინააღმდეგობა მიმდინარეობს. ვუდასტურებთ მას პატივისცემას და მიგვაჩნია, რომ ამ ეტაპზე ის არის ერთადერთი, ვისაც აქვს ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია.

ქალბატონო პრეზიდენტო, შევხვდებით ზუგდიდში”.აღნიშნულია ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!