მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 91 მოქალაქე გააძევა


  • შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიგრაციის დეპარტამენტმა, უცხო ქვეყნების 25 მოქალაქე, რომლებიც ნოემბერ-დეკემბრის აქციებში მონაწილეობდნენ, ქვეყნიდან გააძევა.

შსს ცნობით, მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში საქართველოდან, ჯამში, სხვადასხვა ქვეყნის 91 მოქალაქე გააძევეს.

„გაძევებულ პირთა შორის, რომელთა მიმართაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში დაიწყო გაძევების პროცედურა, არიან უცხო ქვეყნის ის მოქალაქეები, რომლებიც მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში, თბილისში მიმდინარე აქციებში მონაწილეობდნენ და სასამართლოს მიერ შეეფარდათ სხვადასხვა ადმინისტრაციული სახდელები – ჯამში 25 პირი. მათგან, 10-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ უკვე დატოვა საქართველოს ტერიტორია“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

7 + one =

Akismet ანტისპამი