- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 71 კოვიდპაციენტი.
ფოთის ჰოსპიტალში 37 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმე.
“სენამედის” კლინკაში მკურნალობის კურსს გადის 39 პაციენტი, მათ შორის მძიმე 1.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 14 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 22 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი – 37 პაციენტი, მძიმე 1.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 55 პაციენტი.
რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 26 ადამიანი.