“კუჩხა”


  • ამ დღეს, სამეგრელოში განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ყველა ოჯახი ცდილობს დღეს ისეთი იყოს, როგორიც სურს, რომ მთელი წელი გამოვიდეს.

“კუჩხას” ტრადიცია და რიტუალები წლების განმავლობაში უცვლელია და იგი ძალზე აქტიურადაა შემორჩენილი მთელი რეგიონის მასშტაბით. ამ დღეს ოჯახში მისულმა ყველა სტუმარმა თან უნდა მიიტანოს ნებისმიერი მწვანე მცენარის ახალამოყრილი ყლორტი, რომელიც სიცოცხლისა და გაზაფხულის სიმბოლოდ ითვლება. როგორც სამეგრელოში ამბობენ, შემოდგომით მიჩუმებული ბუნება სწორედ “კუჩხადან” იკრებს ახალ ძალებს.

სამეგრელოში მეკვლეობის რიტუალი 2-ჯერ, 14 და 15 იანვარს, დილით სრულდება. ძველად სამეგრელოში, ახალი წლის ღამეს ყოველი ოჯახიდან რამოდენიმეჯერ გაისროდნენ თოფს. გათენებისას ოჯახის უფროსი აიღებდა ხელში ჩიჩილაკს და გარეთ გავიდოდა. შემდეგ მოადგებოდა კარებს და დაიძახებდა, კარი გამიღეთო. შინიდან ეკითხებოდნენ, რა მოგაქვსო, რაზეც ოჯახის უფროსი პასუხობდა: „წმინდა ბასილის წყალობა, კაცთა სიმართლე და დღეგრძელობა, ოჯახის აშენება, ოქრო, ვერცხლი, პირუტყვების გამრავლება“.

მეორე დღე ბედობა, ანუ “კუჩხა” იგივე რიტუალით იწყება, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ 15 იანვარი უფრო “მძიმე” დღედ ითვლება. ამ დღეს სახლში აუცილებლად უნდა გესტუმროს ადამიანი, რომელსაც კარგი ფეხი აქვს. ეს ტრადიცია დასავლეთ საქართველოში საუკუნეების წინაც სრულდებოდა, მაგრამ იერსახე არ შეუცვლია. სამეგრელოში ამ დღესასწაულს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს.

გარდა ამისა, სპეციალურად ამ დღეებში სრულდებოდა მეგრული სიმღერა “კირიალესა”– სხვა ვარიანტით – “კრიალესო” (ბერძნულად – “კირიე ელეისონ” – “უფალო შეგვიწყალე”). რომელიც უმეტესად აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება. თუმცა სამეგრელოში მას ახალი წლის მილოცვის დროს უმღეროდნენ მასპინძელს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!