სამეგრელო-ზემო სვანეთი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარსდგება


წელს პირველად, სამეგრელო-ზემო სვანეთი საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITB BERLIN მიიღებს მონაწილეობას. რეგიონი გამოფენაზე ტურისტულ ობიექტებს წარადგენს და საერთაშორისო ტურ-ოპერტორებს არსებულ პოტენციალს გააცნობს. სამეგრელო-ზემო სვანეთის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარდგენა USAID -ის

(ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო) პროექტ „ზრდა საქართველოში“ დახმარებით გახდა შესაძლებელი. რეგიონის გუბერნატორმა ლევან შონიამ და პროექტ ,,ზრდა საქართველოში’’ ხელმძღვანელმა ბრაიან კინგმა დღეს ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. რაც ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. ITB BERLIN საერთაშორისო ტურისტული გამოფენაა, რომელშიც საერთაშორისო ტურ-ოპერატორები, ტურიზმის სფეროთი დაინტერესებული უმსხვილესი კომპანიები და ქვეყნები მონაწილეობენ. გამოფენა წელს 8-დან 12 მარტის ჩათვლით გაიმართება. გამოფენის მიზანია პოპულარიზაცია გაუწიოს სხვადასხვა ქვეყნებში არსებულ განსხვავებული მიმართულების ტურიზმს საერთაშორისო დონეზე. ხელმოწერამდე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გუბერნატორთან, USAID-ის პროექტის წარმომადგენლებთან ერთად სამეგრელო-ზემო სავანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლაშა გოგია და საქართველოს სპელეოკავშირის წევრი რომან თოლორდავა ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე, ანაკლია-განმუხურის ტურისტულ ზონაში განსახორციელებელ ერთობლივ პროექტებზეც ისაუბრეს.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!