სამეგრელოში 652 ნიმუშიდან 15 დადებითია


  • სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, რეგიონში, გუშინ კორონავირუსზე 652 პირის ნიმუში გამოიკვლიეს, მათგან დადასტურდა 15.

“ახალი შემთხვევებიდან 6 არის საბერიოს კლასტერი, 1 ხობის შემთხვევაა, 3 სენაკის დადასტურებულის კონტაქტია, ხოლო 5 ზუგდიდის შემთხვევა, აქედან ერთი “ოქროს ბირჟის” კლასტერია, 4 რეპეტიტორთან მყოფი კონტაქტია,  ისინი ზუგდიდის ქალაქის საჯარო სკოლების მოსწავლეები არიან. მათ არანაირი შემხებლობა სხვა დანარჩენ სკოლის მოსწავლეებთნ არ ჰქონდათ, ვინაიდან ქალაქის საჯარო სკოლები დისტაციურ სწავლებაზე იყვნენ გადასულები. რუხისა და ინგირის პირველი საჯარო სკოლები გადასულები არიან დისტანციურ სწავლებაზე. რაც შეეხება დიდინეძის სკოლას, იქ მოსწავლეები არიან თვითიზოლაციაში, მაგრამ აღნიშნულ სკოლაში, სწავლის პროცესი გაგრძელდება, ვინაიდან სკოლაში მოსწავლეებს, ვისაც ჰქონდათ კონტაქტი რეპეტიტორთან, ისინი არიან თვითიზოლაციაში და მიმდინარეობს მათზე დაკვირვება”.-განაცხადა მალხაზ თორიამ ჟურნალისტებთან.

რაც შეეხება დიდინეძის საჯარო სკოლას, მოსწავლეები იმყოფებიან თვითიზოლაციაში

მალხაზ თორიას განმარტებით, თვითიზოლაციაში იმყოფება 677 მოქალაქე, კარანტინში 176 პირი. რუხის კლინიკაში მკურნალობს 73 ადამიანი, მათგან ხუთის მდგომარეობა არის შედარებით მძიმე.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!