- ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში დღეს, 25 ადამიანის ბიოლოგიური მასალა COVID 19-ზე გამოიკვლიეს. ყველა შემოწმებულ ტესტზე პასუხი უარყოფითია.
25 შემოწმებული პაციენტიდან 8 სამედიცინო პერსონალია. დანარჩენები კი ცხელების ცენტრებსა და საკარანტინო სივრცეში მყოფი ადამიანები არიან.
ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიული მიმართულების ხელმძღვანელის, ლელა ქაჯაიას განცხადებით, ზეგინდან ლაბორატორია სრული დატვირთვით იმუშავებს. “უკვე ზეგიდან ჩვენ სრული დატვირთვით ვიმუშავებთ, რადგან მივიღებთ ჩინეთიდან გამოგზავნილ რეაქტივებს, რაც საშუალებას მოგვცემს უფრო მეტ ადამიანს ჩავუტაროთ ტესტირება. ექიმების შემდეგ PCR ტესტირება ჩაუტარდებათ სამხედრო მოსამსახურეებს, პოლიციელებსა და რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს”-ამბობს ლელა ქაჯაია.