საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 539-მდე გაიზარდა


  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 539 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

კარანტინის რეჟიმშია 5 256 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 548 პირი.

539 ადამიანიდან 178 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 6 გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

4 × one =

Akismet ანტისპამი