სალომე ზურაბიშვილი: “ბედნიერი ვარ რაც მოვისმინე”…


  • ამბობს, ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც რეგიონებში ვიზიტის ფარგლებში, დღეს ზუგდიდში სამუშაო შეხვედრა გამართა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან: “ბედნიერი ვარ, რაც ამ შეხვედრაზე მოვისმინე, რამდენი წარმატებაა სამეგრელოს რეგიონში და რამდენი საინტერესო პოტენციალი სამომავლოდ”. 

ვიზიტის დასრულების შემდეგ, ზურაბიშვილმა მედიასთან სამეგრელოს თემების გარდა, ისაუბრა საარჩევნო სისტემაში მიღწეულ შეთანხმებებზე. ყურადღება გაამახვილა საქართველოში კორონავირუსის გავრცელების თემაზე, და აღნიშნა, რომ ასეთ პერიოდში მნიშვნელოვანი მონაპოვარია ქვეყანაში ლუგარის ლაბორატორიის არსებობა, რომელსაც თავის დროზე ბევრი მოწინააღმდგე ჰყავდა. იმავდროლად, პრეზიდენტმა მოუწოდა მოსახლეობას მაღალი თვითშეგნებისკენ, სიმშვიდისკენ და სთხოვა მათ პასუხისმგებლობა აიღონ საკუთარი ოჯახებისა და ახლობლების წინაშე.

პრეზიდენტმა ჟურნალისტების შეკითხვაზე მოხდება თუ არა “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერის გიგი უგულავას შეწყალება უპასუხა, რომ შეისწავლის წესებს და იმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას და დასძინა  “რა რეგულაციებიც არსებობს სხვებისთვის ამ შემთხვევაში, იგივე რეგულაციები გავრცელდება უგულავასთვისაც”. საქართველოს პრეზიდენტმა განაცახად, რომ ის აგრძლებეს რეგიონებში ვიზიტს, მოისმენს და შეისწავლის იმ პრობლემებს და წარმატებებს, რაც რეგიონებში ადგილებზე არსებობს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!