ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია “ზუგდიდელებთან” ამბობს, რომ ამ წუთებისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ააიპი–ებში, საჯარო სკოლებში დამთავრებულია კორონავირუსის პრევენციისთვის სადეზინფექციო სამუშაოები.

“დღეს სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ორ საბავშვო ბაღში. მისი დამთავრების შემდეგ, დღის მეორე ნახევრისთვის, უკვე, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარებული იქნება მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში, საბავშვო ბაღებში, დადიანების მუზეუმში, ააიპ–იების ძირითად ოფისებში, საზოგადოებრივ, როგორც მუნიციპალურ, ასევე კერძო ტრანსპორტშიც”.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოებს აწარმოებს ინდმეწარმე “დავით ბჟინავა”. მისი განმარტებით, სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა როგორც მუნიციპალურ სკოლებში და ბაღებში, ასევე კერძო სკოლებში, ბაღებში, ააიპ-იებში. “ამ წუთებში, სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს სოფლებში არსებულ ბიბლიოთეკებში, გამგეობებში და სპორტდარბაზებში. უახლოეს დღეებში, 2-3 დღეში, საბოლოოდ დასრულდება სადეზინფექციო სამუშაოები. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, სამ დღეში ერთხელ მუშავდება. ორჯერ უკვე ჩატარებულია, დღეს მესამეჯერ უნდა ჩატარდეს დეზინფექცია”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!