- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საკრებულოს ბიურომ ა(ა)იპ “ზუგდიდდასუფთავების ცენტრისა” და ა(ა)იპ “საფეხბურთო კლუბი – ოდიში 1919”-ის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშები მოისმინა.
ა(ა)იპ-ის წარმომადგენლებმა საკრებულოს ბიუროს განხორციელებულ აქტივობებზე ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
2019 წლის 4-დან 18 დეკემბრის ჩათვლით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო გააგრძელებს ა(ა)იპ-ისა და მერიის სამსახურების ანგარიშების მოსმენას.