- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის გიორგი შენგელიას უფლებამოსილების შეწყვეტა ცნობად მიიღეს.
ინფორმაციისთვის, ზუგდიდის მერმა გიორგი (გეგა) შენგელიამ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.