გაერო-ს ინფორმაციით, ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, ღაზას სექტორში 52 000-ზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა


  • ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად, ღაზას სექტორში კიდევ 52 000-ზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა, – საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ გაერო-ში გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.

მედიის ცნობით, გაერო-ს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის პრესსპიკერმა, იენს ლაერკემ განაცხადა, რომ ღაზას სექტორში ავიაიერიშების და საარტილერიო დაბომბვების შედეგად, 132 შენობა განადგურდა, 316 შენობა კი დაზიანდა, მათ შორის ექვსი საავადმყოფო და ცხრა პირველადი ჯანდაცვის ცენტრი.

არსებული ინფორმაციით, 47 000-მდე დევნილმა დროებითი თავშესაფარი გაერო-ს 58 სკოლაში მიიღო.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!