საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე


 „გვაქვს 2014-2021 წლების სტრატეგია. უახლოეს მომავალში, როგორც სამინისტროდან გვითხრეს, უნდა დაიწყოს სამოქმედო გეგმაზე მუშაობა. მოხდება იმ ცალკეული ღონისძიებების, სამუშაოების ასახვა, რომელიც ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით დაფინანსდება“, – განაცხადა ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გელა სვირავამ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში სამოქალაქო სექტორის, სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლობის და გუბერნიის თანამშრომელთა მონაწილეობით  გამართულ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრაზე. შეხვედრაზე თავისი პოზიცია ჩამოაყალიბეს რეგიონული პროექტების კოორდინაციის სამსახურის უფროსის მოადგილემ ნუგზარ გაბელიამ, საქართველოს სახალხო დამცველის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა ანა ქოჩუამ.   სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა კი ისაუბრეს იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე, რაც არსებობს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სხვადასხვა სფეროში, მათ შორის განათლების, სოფლის მეურნეობის, გენდერის კუთხით.  გელა სვირავას თქმით, საკოორდინაციო საბჭო მუშაობას განაგრძობს და 2-3 თვის შემდეგ ისევ ტრადიციულად შეიკრიბება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!