საინტერესო ფაქტები ცხოველებზე


კამეჩები დალტონიკები არიან.
– როდესაც ზვიგენი მსხვერპლს იჭერს, ის თვალებს ხუჭავს, რათა ნადავლმა მას თვალები არ დაუზიანოს.
ზღარბის ეკლები წარმოადგენენ მოდიფიცირებულ ბეწვს, რომელიც სიგრძეში 3 სმ-ია. მოზრდილ ზღარბს, საშუალოდ 5000 — 7000 ეკალი გააჩნია.
პოლარულ დათვებს შეუძლიათ ერთ ჯერზე 25 კგ. ხორცის შეჭმა.
ქამელეონის ენა მის სხეულზე ორჯერ გრძელია.
– წყალში ღრმად ჩაყვინთვის მიზნით ნიანგები ქვებს ყლაპავენ.
კოალას დღე ღამეში 18-22 საათი სძინავს.
– მხოლოდ მამრი ციცინათელები დაფრინავენ; მდედრებს ფრენა არ შეუძლიათ.
– რაც უფრო პატარა ზომისაა მორიელი მით უფრო ძლიერ შხამიანია.
ვეფხვს წინა თათებზე ხუთი თითი აქვს, ხოლო უკანა თათებზე ოთხი. მისი თითები დაახლოებით 8-10 სმ-მდე იზრდება.
მამრი მაიმუნები მელოტდებიან, ისე როგორც მამაკაცები.
ბეჰემოტი ყველაზე მძიმე არსებაა სპილოს შემდეგ, მისი წონა 4 ტონამდეც შეიძლება იყოს.
ღამურამ, რომ მოუსმინოს საკუთარ ხმას, რომელსაც ფრენისას გამოსცემს, ის აუცილებლად დაყრუვდება.
ჰიპოპოტამის რძე ვარდისფერია.
ფუტკრებს არასდროს არ სძინავთ.
– ყველაზე დიდი ამერიკული ალიგატორის სიგრძე შეიძლება იყოს 6 მეტრი-მასზე თავისუფლად მოთავსდება 3 ადამიანი სიგრძეზე.
დედალ მტრედს არ შეუძლია კვერცხის დადება მარტოობაში, ის აუცილებლად უნდა ხედავდეს მამალს.
კუები უკანალიდან სუნთქავენ.
კატები თავიანთ ნდობას უჩვენებენ ადამიანს შუბლის შეხებით. ამით ისინი მას აგებინებენ, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან.
ჟირაფებს აბსოლუტურად შავი ენები აქვთ, რომელთა სიგრძე 45 სმ.-მდეა.
გველებს შეუძლიათ 2 წელი გადაბმულად იძინონ საკვების მიღების გარეშე.
კუზის მიუხედავად აქლემს სწორი ხერხემალი აქვს.
ორანგუტანგები გაბრაზების შესახებ ხმამაღალი ბოყინით აფრთხილებენ.
ვეშაპის გული წუთში მხოლოდ 9- ჯერ სცემს.
ვეფხვებს ზოლიანი არა მარტო ბეწვი აქვთ, არამედ_კანიც.
– მიუხედავად იმისა, რომ ჟირაფის კისერი 2 მეტრია, ისიც იმდენივე ძვალს შეიცავს რამდენსაც თაგვი, ანუ შვიდს.
ცისფერი ვეშაპი 30 სპილოს წონაა და სიგრძით სამი დიდი ავტობუსის ხელაა.
პინგვინებს, შეუძლიათ ახტნენ 180 სანტიმეტრ სიმაღლეზე.
სირაქლემას და კენგურუს არ შეუძლიათ უკან სიარული.
პეპლები საჭმელს უსინჯავენ გემოს ფეხებით, ანუ როდესაც მასზე დგანან.
– საფრთხის დროს მახრჩობელა გველი თავს სხეულში მალავს და კუდს აჩენს. თავდამსხმელს კუდი თავი ჰგონია.
არჩვი მთის თხების ერთ–ერთი სახეობაა. ის ძალიან სწრაფი ცხოველია. 15 წუთში კლდეზე დაახლოებით 915 მეტრის გავლა შეუძლია.
– ჩინეთში პანდის მოკვლა სიკვდილით ისჯება.
– როცა პინგვინი მეორე პინგვინს კენჭს ჩუქნის, „ხელს სთხოვს».
აფთრის ყბები იმდენად ძლიერია, რომ 80კგ სიმძიმეს უძლებს.
სპილოები არიან ერთადერთი ცხოველები, რომლებსაც არ შეუძლიათ ახტომა.
კატას აქვს 32 კუნთი თითო ყურში.
ქათამი საშუალოდ წელიწადში 190 კვერცხს დებს.
– მსოფლიოში ყველაზე პატარა ფრინველის, კალიბრის დაახლოებით 321 სახეობა არსებობს.
კოდალას შეუძლია ხეზე კაკუნი 20-ჯერ 1 წამში.
კენგურუს წინაპრები ცხოვრობდნენ ხეებზე. ახლაც შემორჩენილია ხის კენგურუების 8 სახეობა.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!