საიას ზუგდიდის ოფისს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს


დღეს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა მოწვეულ აუდიტორიას საიას ზუგდიდის ოფისის ახალი ხემლძღვანელი  მიხეილ ჯახუა წარუდგინა. ჯახუა პროფესიით, იურისტია.  მუშაობდა თბილისის საიას ოფისში, არის საიას გამგეობის წევრი. ნაცვლიშვილმა საიას ყოფილ ხელმძღვანელს ნინო ხუხუას მადლობა გადაუხადა წარმატებული მუშაობისათვის და აღნიშნა, რომ მასთან მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებენ.

შეხვედრაზე ხუხუამ მისი მუშაობის წელიწადნახევრის ანგარიშის პრეზენტაცია გამართა და საზოგადოებას იმ აქტივობების შესახებ ესაუბრა რაც მის დროს გაკეთდა.

შეხვედრაზე ასევე გაიმართა ახალი პროექტის ,,სასამართლო მონიტორინგის შედეგების  პრეზენტაცია’’.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!