საზოგადოება “ზუგდიდელი“ ქალაქის აწმყოსა და მომავლისთვის


  • საზოგადოება „ზუგდიდელი“ ოცდაათ ათეულ წელზე მეტია, – 1992 წელს დაფუძნდა. 90-იანი წლებში, ზუგდიდში განვითარებული მოვლენების შედეგები გამოცდილი ზუგდიდელების ერთობას ითხოვდა და სწორედ ამ ნიშნით გაერთიანდნენ ადამიანები, ვისაც ჰქონდა კომპეტენცია და სურვილი ქალაქისთვის ეკეთებინა სასარგებლო საქმე, როგორც სამეურნეო, ასევე პარტიული ნიშნით.

მას შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არ განხილულა და არ შესრულებულა არც ერთი მნიშვნელოვანი საქმე, სადაც საზოგადოება „ზუგდიდელს“ არ მიეღო მონაწილეობა და არ ეთქვა თავისი სიტყვა.

„ზუგდიდელის“ პირველ თავმჯდომარედ მურმან დემურია აირჩიეს. მისი გამჭრიახობის, დიპლომატიის და მენეჯერული თვისებების სჯეროდა საზოგადოებას. ბატონი მურმანის გარდაცვალების შემდეგ, საზოგადოებამ თავკაცობა ბატონ მურად ქავთარაძეს მიანდო.

მურმან ნაჭყებია, საზოგადოება „ზუგდიდელის“ ამჟამინდელი თავმჯდომარე: – მინდა, უპირველესად, ჩემს თანაქალაქელებს შევახსენო საზოგადოება „ზუგდიდელის“ დამფუძნებლების სახელები და გვარები: ოთარ ფაცაცია, კარლო ვეკუა, ანზორ ქუჩულორია, კარლო ხორავა, ვაჟა ფიფია, რევაზ ცაავა. მათ შორის ვარ მეც. საზოგადოების წესდებით, თავმჯდომარეს ყრილობა ირჩევს. ბატონების: მურმან დემურიას და მურად ქავთარაძის გარდაცვალების შემდეგ, ჩატარდა „ზუგდიდელის“ მესამე ყრილობა, სადაც მივიღეთ გადაწყვეტილება, საზოგადოება ჩამოგვეყალიბებინა როგორც იურიდიული პირი – ააიპ და მის თავმჯდომარედ ავირჩიეთ საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, ზუგდიდელების საამაყო შვილი, ბატონი ოთარ ფაცაცია. მაშინ, მოადგილეებად აგვირჩიეს სპორტული კომპლექსის „ბაიას“ დირექტორი დომენტი (ზვიად) სიჭინავა და მე, მურმან ნაჭყებია, – სააქციო საზოგადოება “ზუგდიდის ქაღალდის” დირექტორი. საზოგადოების პრეზდიუმის წევრებად არჩეულიქნენ ცნობილი პიროვნებები: ლევან ბეჭვაია, ვახტანგ ბასილაია, ზურაბ გოგოხია, იური გუგუჩია, ალვერ იზორია, ვახტანგ კვარაცხელია, ვახტანგ კუკავა, ნატალია კემულარია, მზევინარ სონგულია, ნანა ფირცხელავა, ზამირა ღადუა, როლანდ მაქაცარია, ნუგზარ სარია, დომენტი სიჭინავა, გივი სოსელია, თამაზ ცანავა, თემურ ყორშია, ირინა ჭითანავა, ლევან ღაჭავა, იური წოწერია, ბონდო ჯიქია. პრეზიდიუმის მიერ შეიქმნა მუშა ბიურო შემდეგი შემადგენლობით: ოთარ ფაცაცია, ბონდო ჯიქია, კარლო ვეკუა, ვაჟა ფიფია, თამაზ ცანავა, რევაზ ცაავა და მათ შორის ვიყავი მეც.

2022 წელს, ბატონი ოთარის გარდაცვალების შემდეგ, ჩატარდა საზოგადოება “ზუგდიდელის” მეოთხე ყრილობა და ყრილობამ საზოგადოების თავმჯდომარედ ამირჩია, თავმჯდომარის მოადგილე გახლავთ ლავრენტი (თემური) კემულარია. მეოთხე ყრილობამ აირჩია განახლებული პრეზიდიუმის შემადგენლობა: ლავრენტი კემულარია, გურამ ჭანტურია, ნუგზარ სარია, ლადო ქირია, ნათია ჯგუშია, ნუგზარ სართანია, მარინა ჯიქია და ნუგზარ მალაშხია.

 -ბატონო მურმან, საზოგადოება „ზუგდიდელმა“ ათეული წლების განმავლობაში, ბევრი სასარგებლო შეხვედრა, დისკუსია, პროექტი განახორციელა. გვესაუბრეთ ყველაზე საინტერესო პროექტებზე…

-დიახ, დაფუძნებიდან დღემდე, საზოგადოება “ზუგდიდელმა” არაერთი მნიშვნელოვანი ხასიათის საკითხი შესთავაზა ზუგდიდელებს და გადაწყვიტა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად. რეგულარულად ხორციელდებოდა და ხორციელდება საქმიანი შეხვედრები, კონსულტაციები, აზრთა გაზიარებები მერიის, საკრებულოს, გუბერნიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან და მათი სტრუქტურების თანამშრომლებთან, რიგით მოქალაქეებთან. საკითხები ეხებოდა მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ქალაქის განვითარების გეგმას, ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს, სამუშაო ადგილების შექმნას, მოსახლეობის დასაქმებას და არაერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს. საყურადღებოა, რომ საზოგადოება “ზუგდიდელის” წინადადებით, შემოღებულიქნა „საპატიო ზუგდიდელის“ სახელის მინიჭება, ღვაწლმოსილი, დამსახურებული, ამაგდარი პირების დაჯილდოება საპატიო სიგელით, მისალოცი ადრესით, საპატიო წევრობის მანდატით. დღეისთვის, საზოგადოების საპატიო სიგელით დაჯილდოებულია 30 ადამიანი, მისალოცი ადრესი გადაეცა 10 ადამიანს, საპატიო წევრობის მანდატი კი, 12 -ს.

-ბატონო მურმან, საზოგადოება “ზუგდიდელი” აქტიურად მონაწილეობს ქუჩების სახელწოდებების მინიჭება-გადარქმევაშიც…

-რა თქმა უნდა… ეს მნიშვნელოვანი თემაა ქალაქისთვის. საზოგადოების ინიციატივითა და წინადადებით, ზუგდიდის ერთ – ერთ ქუჩას მიენიჭა ზუგდიდის ეთნოგრაფიული მუზეუმის დამაარსებლის აკაკი ჭანტურიას სახელი, მეორე ქუჩას ცნობილი პარტიული მოღვაწის ივლიანე თოდუას სახელი. დასმულია ასევე საკითხები ცნობილი მეცნიერის, პროფესორის, დოქტორის, ბასკოლოგის, 200-ზე მეტი მეცნიერული ნაშრომისა და 70 მონოგრაფიის ავტორის, ილია ტაბაღუას, მცხეთისა და აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრის, უცხოეთში ტრაგიკულად დაღუპული ილია კარტოზიას, დამსახურებელი პედაგოგის, საზოგადო მოღვაწის, სკოლის დირექტორის, ქალბატონ ლუიზა ციმინტიას, ასევე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, საზოგადოება “ზუგდიდელის” ყოფილი თავმჯდომარის ოთარ ფაცაციას სახელების ქუჩებისთვის მინიჭებაზე. წერილობითი შუამდგომლობა გაიგზავნა საქართველოს დამსახურებული არტისტის ნუგზარ შარიას ვარსკლავის გახსნის თაობაზე, მსოფლიოში ცნობილი კინორეჟისორის რეზო ჩხეიძის მიერ დატოვებული ანდერძის თანახმად დასმულია საკითხები ქალაქში აკაკი ჟვანიას, გვანჯი ჩიქოვანის, საშა ეგუტიას ბიუსტების დადგმის თაობაზე ქალაქის იერ-სახის ატრიბუტიკის დაცვით. ასევე, დაყენებულია საკითხი ჭადრაკის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კეთილმოწყობილ სკვერში, ანდრია დადიანის, ნონა გაფრინდაშვილის კომპოზიციული ქანდაკების და მურმან დემურიას ბიუსტის დადგმის თაობაზე და ასევე, ჭადრაკის არქიტექტორული ორნამენტის დაგების თაობაზე. საკითხი განხილვის პროცესშია ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დაყენებულიქნა საკითხი, ცნობილი ქართველი მწერლის კონსტანტინე თათარაშვილის სახლ-მუზეუმის კეთილმოწყობის თაობაზე, რაც ნაწილობრივ განხორციელდა, მაგრამ არაბოლომდე.

ჩვენი საქმიანობა ზუგდიდელების ხმაზე, მათ აზრებზე და წინადადებებზეა აგებული.

საზოგადოება „ზუგდიდელის“ მუშა ბიურო ყოველდღიურად იკრიბება სამუშაო რეჟიმში. ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მობრძანდეს ჩვენთან და შემოგვთავაზოს წინადადებები იმ საკითხებზე, რომლის განხორციელებაც მისი გაგებით წაადგება ჩვენს საერთო საქმეს, ჩვენს საერთო საფიქრალს – ჩვენი ქალაქის აწმყოსა და მომავალს გააუმჯობესებს.

მასალა მოამზადა ეკა ფარულავამ


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!