თიკო ლაგვილავა და ზურა ასათიანი საერთაშორისო ახალგაზრდული ფორუმისთვის ემზადებიან


  • “Associazione Diplomatici”-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო ახალგაზრდულ ფორუმზე, ზუგდიდელი ახალგაზრდები თიკო ლაგვილავა და ზურა ასათიანი მიიღებენ მონაწილეობას. თიკო ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტია. ზურა ასათიანი პირველი საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასელია და პროექტ “იდეათონის” ერთ-ერთი გამარჯვებულია. არის წიგნის მოყვარულთა სანიციატივო ჯგუფის B612-ის წევრი, ჩართულია სკოლის თვითმმართველობაში. იყო ახალგაზრდულ სათათბიროში, არასამთავრობო ორგანიზაციებში. არის ამერიკული კუთხის წევრი.

თიკო ლაგვილავა: –ძალიან ბევრ პროექტში მიმიღია მონაწილეობა. ვიყავი ახალგაზრდული სათათბიროს ბორდის  წევრი და ფალსილიტატორი. ვარ საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისე ტრენერი. მეგობრებთან ერთად, ბიბლიოთეკაში დავაფუძნე წიგნის მკითხველთა პირველი ახალგაზრდული გაერთიანება B612. არასამთავრობო ორგანიზაცია “ნეოგენის” ბაზაზე დავაფუძნე ახალგაზრდა ლიდერთა ჰაბი, რომელსაც გარკვეული დროის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი. ასევე, გავხდი ევროპული ბიზნესასოციაციის ახალგაზრდული ფრთის კოორდინატორი.

პროექტებში მონაწილეობამ მომცა მნიშვნელოვანი გამოცდილება, რომელსაც აქტიურად გამოვიყენებ კარიერულ განვითარებაში, ასევე პროექტებში მონაწილეობამ მომცა თავდაჯერებულობა, კონტაქტები და გარეგანი მოტივაცია განვითარების.

მე და ზურა ვიქნებით პირველი ქართველები, რომლებიც მსოფლიოში, დიპლომატთა ყველაზე დიდი ასოციაციის მიერ ორგანიზებულ, გაეროს მოდელირებაში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც წელიწადში ოთხჯერ ტარდება ნიუ-იოკრში, დუბაიში, სინგაპურში და რომში. მე სინგაპურის ფორუმმოდელირებისთვის ვარ არჩეული ერთ-ერთ დელეგატად. ჯერჯერობით, არ ვიცი, რა საკითხებზე მომიწევს მუშაობა, თუმცა, ვიცი, ვიქნები სამართლის კომიტეტის ერთ-ერთი წევრი. ფორუმმოდელირება ტარდება მაისის თვეში, თუმცა უკვე დაგვეწყო ონლაინ სესიები, რომელიც აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

მომავალში ვაპირებ სწავლის გაგრძელებას. აუცილებლად ვემსაურები ქართველ ხალხს თუმცა, არ ვიცი, რა ფორმით. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩემი მსახურება დადებითად აისახება ადამიანების მომავალზე”.

ზურა ასათიანი: -ზოგადად საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის მიღებას ხშირად ვცდილობ, გამონაკლისი არც პლანეტაზე ყველაზე დიდი, ახალგაზრდული ფორუმი “CWMUN” ყოფილა. შევავსე აპლიკაცია, ჩავნიშნე შეხვედრა, მოვამზადე მცირე კომენტარი პოლიტიკური ხასიათის სტატიასთან დაკავშირებით და გავიარე გასაუბრება, საიდანაც დადებითი პასუხი მივიღე. “ASSOCIAZIONE DIPLOMATICI”-ის პროექტში უკვე მეორეჯერ მოვხვდი და წინა ჯერზე დუბაის კონფერენციაზე მოხვედრის შესაძლებლობა მქონდა, რომელიც ვერ გამოვიყენე, თუმცა ამჯერად წინ სინგაპურის გამოცდილებაა. რა თქმა უნდა, ძალიან გიხარია, როდესაც ასეთ პროექტში ხვდები, მით უფრო შენი ქვეყნის წარმომადგენლად, მაგრამ ბუნებრივია, ეს რიგ პასუხისმგებლობებთანაცაა კავშირში. ის, რომ დღეს ვემზადები გაეროს მოდელირების ყველაზე დიდ კონფერენციაზე გასამგზავრებლად, სადაც მსოფლიოს ცნობილ პოლიტიკურ სახეებს, წარმატებულ ადამიანებს, უამრავ ახალგაზრდას შევხვდები და გავივლი მნიშვნელოვან სასწავლო კურსებს, არაერთი ადამიანის დამსახურებაა და კიდევ ერთხელ მინდა, მათ მადლობა გადავუხადო ამ მხარდაჭერისთვის. წინ ძალიან დიდი გამოცდილება მელის და მზად ვარ ამ სიახლეებისთვის.

ჩემს სიხარულს ისიც აორმაგებს, რომ ეს პროექტი პირდაპირ კავშირშია ჩემ მიერ არჩეულ სამომავლო პროფესიასთან და დამეხმარება მრავალი უნარის ჩამოყალიბება-განვითარებაში, რომელიც მინდა ჩემს რეგიონსა და ქვეყანას მოვახმარო”.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!