ოკუპირებული აფხაზეთი და მინსკი ბელარუსში აფხაზური ღვინის გატანაზე შეთანხმდნენ


  • ოკუპირებული სოხუმი და მინსკი ბელარუსში აფხაზური ღვინის გატანაზე შეთანხმდნენ, – ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრზე, ინალ არძინბაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არძინბას განცხადებით, „მხარეები“ განიხილავენ ერთობლივ პროექტებს, მათ შორის ტურიზმის მიმართულებით.

„ჩვენი ბიზნეს სუბიექტები უკვე აფორმებენ შესაბამის ხელშეკრულებებს და კონტრაქტებს ბელარუსის რესპუბლიკისთვის აფხაზური ღვინის მიწოდების თაობაზე. განიხილება აგრეთვე სხვა სასაქონლო პროდუქცია, რომელიც იწარმოება აფხაზეთში, მეორე მხრივ კი, ბელარუსული საქონელი, მათ შორის რძის პროდუქტები, რომელიც აფხაზეთის რესპუბლიკას მიეწოდება“, – განაცხადა არძინბამ.

მისი თქმით, სოხუმი და მინსკი ტურიზმის სფეროში ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას განიხილავენ.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!