საგარეო საქმეთა სამინისტრო-უკრაინიდან საქართველოში 1600-მდე მოქალაქე დაბრუნდა


  • საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინიდან სხვადასხვა ქვეყნის გავლით, საქართველოში ორგანიზებულად სახელმწიფოს დახმარებით 1600-მდე მოქალაქე დაბრუნდა.

“2022 წლის 13 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით საქართველოში სახმელეთო გზით დაბრუნდა რუმინეთში მყოფი 40-მდე საქართველოს მოქალაქე.

საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ეტაპობრივად გრძელდება უკრაინიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალქეების სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების პროცესი.

2022 წლის 13 მარტს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით საქართველოში სახმელეთო გზით დაბრუნდა რუმინეთში მყოფი 40-მდე საქართველოს მოქალაქე. დღეს რუმინეთიდან დამატებით ასევე მოხდება საქართველოს 50 მოქალაქის ორგანზიებული გამომგზავრება, მიმდინარე კვირას ასევე დაგეგმილია მოქალაქეთა ორგანიზებული გამომგზავრება პოლონეთიდან, საიდანაც სახელმწიფოს დახმარებით საერთო ჯამში 150-მდე საქართველოს მოქალაქე დაბრუნდება სამშობლოში.

ასევე გრძელდება მოქალაქეთა ორგანიზებული გამოყვანა უკრაინის ტერიტორიიდან მის მოსაზღვრე სახელმწიფოებში, კერძოდ ქ.ლვოვიდან ქ. ვარშავას მიმართულებით ავტობუსის დამატებითი რეისები შესრულდება 15 და 16 მარტს, ამ დროისთვის საერთო ჯამში ქ.ლვოვიდან- ქ. ვარშავის მიმართულებით სახელმწიფოს ძალისხმევით საქართველოს 500-მდე მოქალქე იქნა გამოყვანილი. მოქალაქეთა ორგანიზებული გამოყვანა ხდება ქ. ოდესიდან, საქართველოს გენერალური საკონსულოს მიერ.

უკრაინიდან ევაკუირებულ საქართველოს მოქალქეებს უკრაინის მოსაზღვრე სახელწმიფოებში საქართველოს საელჩოები უწევენ პირველადი საჭიროების დახმარებას, რის შემდეგაც ხდება მათი გამომგზავრება საქართველოში.

საქართველოს მთავრობის დავალებით, საქართველოს საელჩო უკრაინაში, გენერალური საკონსულო ქ. ოდესაში და საკონსულო პუნქტი ქ. ლვოვში განაგრძობენ საგანგებო რეჟიმში მუშაობას და საქართველოს მოქალაქეების დახმარებას. ასევე, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ უკრაინის მოსაზღვრე ქვეყნებში – რუმინეთში, პოლონეთში, მოლდოვაში, სლოვაკეთსა და უნგრეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები.

ისინი ახორციელებენ მოქალაქეთა გადაყვანას უკრაინიდან მოსაზღვრე ქვეყნებში და შემდგომ მათ საქართველოში გამომგზავრებას. ამ დროისთვის, უკრაინიდან სხვადასხვა ქვეყნის გავლით, საქართველოში ორგანიზებულად სახელწმიფოს დახმარებით დაბრუნდა 1600-მდე მოქალაქე”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!