საახალწლო საჩუქრები 500 ოჯახისთვის გაიცემა


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, საახალწლოდ, სოციალურად დაუცველ ჯგუფებს, გადასცემს სასაჩუქრე პაკეტებს. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსის გოგი რევიას განმარტებით, ერთი პაკეტის ღირებულება 91.78 ლარია.

გოგი რევია: “ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას გააჩნია სადღესასწაულო დახმარების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შობა-ახალი წლისა და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის დღეებში მოსახლეობას მიაწოდოს კვების პროდუქტების კალათა. სასაჩუქრე პაკეტები გადაეცემათ: უფასო სასადილოს ბენეფიციარებს, მრავალშვილიანებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს, მარტოხელა მშობლებს, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს. დაგეგმილია 500 სასაჩუქრე პაკეტის გაცემა. გაიცემა 15 დასახელების პროდუქტი. თითოეული პაკეტის ღირებულება 91.78 ლარია, საერთო ღირებულება კი 45890 ლარია.

პაკეტებში მოთავსებულია: შესქელებული რძე, შაქარი, კარაქი ნაღების, კარამელი, ლიმონათი, თაფლი, კვერცხი, ფქვილი, მაკარონი, ზეთი, ვაფლის ტორტი, წიწიბურა, ჩაი, ბრინჯი და ქათამი. ბენეფიციარებს საკვებ პროდუქტებს მერის წარმომადგენლები სახლში მიუტანენ”.

საახალწლო სასაჩუქრე პაკეტები, ბენეფიციარებს, ახალი წლის წინა დღეებში დაურიგდებათ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!