- დადაიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის, უფლისწულ ნიკო დადიანის სასახლის სამეჯლისო დარბაზი საახალწლოდ მოირთო.
საახალწლო გამოფენაზე წარმოდგენილია ნიკო დადიანის საახალწლო სუფრის იმიტაცია, გაშლილია სუფრა ნიკო დადიანის სიმბოლიკებით, სპეციალურად მისთვის დამზადებული მონოგრამიანი ჭურჭლით.
ასევე, წარმოდგენილია სახვითი ხელოვნების ნიმუშები. გამოფენილია უფლისწულის წინაპრების, კერძოდ, მისი ოჯახის წევრების ფოტოები.
გამოფენა გაგრძელდება 2023 წლის, 20 იანვრის ჩათვლით.
საახალწლო გამოფენის სტუმრობა უფლისწულის სასახლეში შეგიძლიათ სამშაბათიდან კვირის ჩათვლით 11:00 საათიდან 17:00 საათამდე.