ზუგდიდელი მოხალისეები შოვში გაემგზავრნენ


  • ამ წუთებში, სტიქიური უბედურების ზონისკენ ზუგდიდელ მოხალისეთა ჯგუფი მიემგზავრება. ერთ-ერთმა მოხალისემ, ვიკა ფილფანმა, “ზუგდიდელებს” უთხრა, რომ ერთი საათია გადაადგილდებიან, თან მიაქვთ აუცილებელი მოხმარების ნივთები, რომლის ნაწილი შემოსული თანხებით შეიძინეს. საღამოს ისევ ნახავენ ანგარიშს და შემოსულ თანხებსაც მიზანმიმართულად დახარჯავენ.

ვიკა ფილფანმა, გუშინ, საკუთარ ფეისბუქგვერდზე, ტექსტიც გამოაქვეყნა, სადაც საჭირო ნივთების შესაძენად და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილი ანგარიშის ნომერსაც აქვეყნებს. ვიკა ფილფანი: ”გისამძიმრებთ მთელი ქვეყნის ტრაგედიას. ხვალ შუადღეს, 13:00 საათზე გავდივართ ზუგდიდიდან რაჭის მიმართულებით, სტიქიის ზონაში საჭირო ნივთების მოსამარაგებლად, ამ ეტაპზე გვაქვს გამოკვეთილი საჭიროებების სია. ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ შემდეგი ნივთები:

წყალი

საწვიმრები

ხელთათმანები

ქუდები

მშრალი საჭმელი

პირველადი სამედიცინო დახმარების ნივთები

მზისგან დამცავი კრემი .

ასევე, ვისაც ადგილზე მოწოდება არ შეგიძლიათ და სურვილი გაქვთ თანხით დახმარების შეგიძლიათ ჩარიცხოთ შემდეგ ანგარიშზე:

GE35TB7618845061100062

GE65BG0000000537797031

ხვალ ისევ დავაფორმირებთ სიას საჭიროებების უკეთ გამოკვეთის შემდეგ.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!