- რუხი მოლში, შაბათს, 2 ნოემბერს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, მასშტაბური საშემოდგომო ბაზრობა გაიმართება.
საშემოდგომო ბაზრობაში სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტები მიიღებენ მონაწილეობას. ბაზრობაზე საბითუმო ფასად წარმოდგენილი იქნება სოფლის მეურნეობის პროდუქციის სხვადასხვა სახეობა, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთები და ფლორისტების გამოფენა-გაყიდვა.
საშემოდგომო ბაზრობაში მონაწილეობის მსურველ მეწარმეებს რეგისტრაციის გავლა რუხი მოლის ადმინისტრაციაში შეეძლებათ.
საშემოდგომო ბაზრობით დაინტერესულ მოქალაქეებს უფასო ტრანსპორტი სავაჭრო ცენტრ “ალიანსის” მიმდებარე ტერიტორიიდან ყოველ 15 წუთში მოემსახურება.