რუხის საავადმყოფოში ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, პრეპარატების კლინიკაში უზრუნველყოფა დაიწყო


  • რუხის რესპუბლიკურმა საავადმყოფომ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივის შესაბამისად, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, პრეპარატების კლინიკაში უზრუნველყოფა უკვე დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამედიცინო დაწესებულებაში, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე იმყოფებოდა, სადაც ახალი სქემის შესახებ, ექიმებისა და პაციენტების მოსაზრებები მოისმინა.

“ქიმიოთერაპიის განყოფილება, კლინიკაში, რამდენიმე თვეა ფუნქციონირებს და პაციენტებს მაღალი სტანდარტის სამედიცინო მომსახურებას აწვდის.

მიხეილ სარჯველაძემ, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს სხვა განყოფილებებიც დაათვალიერა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა.

მინისტრმა, ყურადღება, კლინიკის განვითარების გეგმებზე და სამედიცინო სერვისების გაფართოების მნიშვნელობაზე გაამახვილა.

მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო აგრძელებს ზრუნვას, პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, სერვისების მიღების გამარტივების მიმართულებით და როგორც ფინანსური, ისე გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისთვის.”-აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

+5


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!