- რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დედის დღეს, 3 მარტს ქალბატონებისთვის უფასო სამედიცინო კონსულტაციებს გამართავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალები უფასოდ შემდეგი სერვისებით ისარგებლებენ:
კარდიოლოგი (ეკგ), მამოლოგი, გინეკოლოგი, ნეიროქირურგი, ქირურგი, თორაკოქირურგი, ანგიოქირურგი, ულტრაბგერითი გამოკვლევა.
ექიმები ქალბატონებს მოემსახურებიან 10:00-16:00 საათამდე.
ინფორმაციას რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაცია ავრცელებს თავის ფეისბუქგვერდზე.