რუხის კლინიკაში კორონავირუსით გალის მცხოვრები გარდაიცვალა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 33 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 3 პაციენტი.

ფოთის ჰოსპიტალში 22 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 3 მძიმე.

ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 5 პაციენტი, მათ შორის მძიმე 1 ადამიანი.

აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 2 პაციენტი.

სენაკი ლაზიკა მედი – 8  პაციენტი.

ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 28 მოქალაქე.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 82 პაციენტი.

ამავე ინფორმაციით, რუხის კლინიკაში 68 წლის ქალი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ოკუპირებული გალის მცხოვრებია. პაციენტს კორონავირუსი აფხაზეთის ტერიტორიაზე დაუდასტურდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

8 + twelve =

Akismet ანტისპამი