- სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 47 კოვიდპაციენტი, მათ შორის მძიმე 3.
ფოთის ჰოსპიტალში 30 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ შორის 4 მძიმე.
“სენამედის” კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 29 პაციენტი, მათ შორის მძიმე 3.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალი – 15 პაციენტი, მათ შორის მძიმე 2.
აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკა – 14 პაციენტი.
სენაკი ლაზიკა მედი – 22 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 58 ადამიანი.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება – 85 ადამიანი.
ამავე ინფორმაციით, რუხის კლინიკაში ოკუპირებულ აფხაზეთიდან გადმოყვანილი პაციენტი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი – 48 წლის ქალი სოხუმის მცხოვრები იყო.